სწავლა საზღვარგარეთ სრული ინფო
სწავლა ლიტვ 

ლიტვის უმაღლესი სასწავლებლები დღეს ყველანაირ ევროპულ და თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს - დაწყებული თანამედროვე აუდიტორიებით, მაღალი ტექნოლოგიებითა და ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, დამთავრებული პანდუსებით და შშმ პირებისთვის განკუთვნილი კომპიუტერებით. 

ლიტვის უნივერსიტეტების დიპლომი აღიარებულია ყველა იმ ქვეყანაში, რომელთაც ხელი მოაწერეს ლისაბონის კონვენციას (50 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელთა შორის არიან ევრკავშირის ქვეყნები, აშშ, ავსტრალია, კანადა, ისრაელი, ახალი ზელანდია, თურქეტი, უკრაინა). ალბათ ამიტომაც, ბოლო წლებში სწავლის გაგრძელებას ქართველი სტუდენტები სწორედ ლიტვის უნივერსიტეტებში ამჯობინებენ, რომელიც მათ უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს და ევროპაში უხსნის გზას. ლიტვაში საერთო ჯამში 24 უნივერსიტეტი მოქმედებეს. მას შემდეგ კი რაც, 1999 წელს ქვეყანამ ბოლონიის დეკლარაციას მოაწერა ხელი, უმაღლესი განათლების სისტემა აქ ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და სამ საფეხურად - ბაკალავრი, მაგისტრი და დოქტორანტურა - იყოფა. უმაღლესი განათლების მსურველებს განათლების მიღება, როგორც უნივერსიტეტებში, ასევე გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, ე.წ. კოლეგიებში შეუძლიათ, სადაც აქცენტი უფრო პროფესიულ სწავლებაზეა. 

გარდა ამისა, ლიტვის წამყვანი უნივერსიტეტები უცხოელ სტუდენტებს სთავაზობს ორმაგ დიპლომს, ერთს კონკრეტული სასწავლებლის, მეორეს კი პარტნიორი ევროპული, ამერიკული ანდა ბრიტანული უნივერსიტეტის. ლიტვის საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტებს ასევე შეუძლიათ დაეუფლონ რამდენიმე ენას დაწყებული ლიტვურიდან, დამთავრებული სამხრეთ კორეულით. ლიტვის წამყვანი უნივერსიტეტების ყველა სტუდენტს, მათ შორის საქართველოდან ჩასულ სტუდენტებსაც, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ერასმუსის პროგრამარში და ერთი სემესტრი ან სულაც ერთი წელი ევროპაში, პარტნიორ უნივერსიტეტებში გაატარონ.



 
 
სტუდენტთა რაოდენობის მხრივ ლიტვის რიგით მეორე უნივერსიტეტში, რომელშიც ყველაზე მეტი ქართველი სტუდენტი იღებს განათლებას, სწავლება ინგლისურ ენაზეა. დიდი ბრიტანეთის მიდელსექსის უნივერსიტეტთან ერთად, მიკოლას რომერისის უნივერსიტეტში მოქმედებს ბიზნეს და მედია სკოლა, ასევე რვა ინტეგრირებული პროგრამა, რომელთა დამთავრების შემდეგ ორივე უნივერსიტეტის დიპლომი გაიცემა. აქ ყველა პირობაა შექმნილი სტუდენტებისთვის - ყოველ დღე 24 საათის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ უნივერსიტეტის თანამედროვედ მოწყობილი ბიბლიოთეკით, სადაც სპეციალური კუთხე აქვთ მოწყობილი სტუდენტების შვილებისთვის. უცხო ქვეყნის სტუდენტებს კი უნივერსიტეტის სიახლოვეს მდებარე საერთო საცხოვრებელში შეუძლიათ იცხოვრონ, სადაც ორკაციან ნომერში ცხოვრება 60 ევრო ღირს.
  

 

სწავლების ენა: ინგლისურ   

სწავლის ფასი: 2100 ევროდან  


თქვენ მიიღებთ მაღალი ხარისხის ევროპულ განათლებას მიკოლას რომერის სახელობის უნივერსიტეში და   საერთაშორისო დონეზე აღიარებულ დიპლომ. თქვენ გექნებათ ბევრი უპირატესობა სწავლის განმავლობაში. მათ შორის გაითვალისწინეთ, რომ სწავლის და ცხოვრების საფასური ლიტვაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. უნივერსიტეტს გააჩნია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სანიმუშო მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, თანამედროვე სასწავლო აპარატურით აღჭურვილი აუდიტორიები, უფასო უკაბელო ინტერნეტი, თანამედროვე ბიბლიოთეკა, რომელიც 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს, კეთილმოწყობილი სტუდენტური სახცოვრებელი, სპორტული დარბაზები, კაფეტერია სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი ფასებით და სხვა. 


უნივერსიტეტი გთავაზობთ სწავლას შემდეგ სპეციალობებში:

ბაკალავრიატი:

 

- English for Specific Purposes and the Second Foreign Language 
- Financial Economics Economics 
- Informatics and Digital Contents (ორმაგი დიპლომი Dongseo University, South Korea) 
- Psychology 
- Social Work 
- Tourism Management and a Heritage

 

მაგისტრატურა:

 

- Business Informatics (ორმაგი დიპლომი Fernando Pessoa University, Portugal) Informatics 
Communication and Creative Technologies (ორმაგი დიპლომი Middlesex University, UK) Communi–cation 
Financial Markets (ორმაგი დიპლომი Middlesex University, UK) 
International Law 
- European and International Business Law (ორმაგი დიპლომი University of Savoie, France) 
- European Union Law and Governance (ორმაგი დიპლომი Montesquieu University – Bordeaux IV, France) 
- Social Technology Management (ორმაგი დიპლომი Fernando Pessoa University, Portugal) 
-Electronic Business Management (ორმაგი დიპლომიMiddlesex University, UK) 
- Work and Organizational Psychology (ორმაგი დიპლომი Tallinn University of Technology, Estonia) 
- Social Work With Youth And Children (ორმაგი დიპლომი Riga Stradins University, Latvia) 
- Comparative Social policy and Welfare (ორმაგი დიპლომი university of Tampere, finland and Johanees Kepler University, Austria)

 

მოსამზადებელი პროგრამები:

 

– ზოგადი ინგლისური ენის კურსი და სოციოკულტურული ინტეგრაცია ევროკავშირში
(ხანგრძლივობა 4 თვე, კურსის საფასური 800 ევრო, ინგლისურის ცოდნა სავალდებულოა A2 დონეზე).
– ინგლისური ენის კურსი 
(ხანგრძლივობა – 9 თვე, კურსის საფასური 1600 ევრო, ინგლისურის ცოდნა სავალდებულოა A1 დონეზე).

 

ჩარიცხვის პირობები:

 

ჩარიცხვა ხდება გამოცდების გარეშე. ბაკალავრიატზე სწავლის მსურველები უნდა ფლობდნენ B1 ან უფრო მაღალ დონეზე ინგლისურ ენას: TOEFL Paper 477-510, TOEFL IBT 53-64, IELTS 4.5-5.0. მაგისტრატურაზე სწავლის მსურველები უნდა ფლობდნენ B2 ან უფრო მაღალ დონეზე ინგლისურ ენას. 
თუ აბიტურიენტს არა აქვს ინგლისური ენის სერთიფიკატი (TOEFL, IELTS), მაშინ მას ჩაუტარდება უფასო ტესტირება ინტერნეტით. ტესტირების შედეგად თუ დადგინდა ინგლისურის ცოდნა შესაბამის დონეზე, იგი ჩაირიცხება უნივერსიტეტში.

 

ცხოვრების საფასური:

თვეში 85-100 ევრო (კეთილმოწყობილი სტუდენტური საცხოვრებელი, მდებარეობს 5 წთ სავალზე უნივერსიტეტიდან).

საბუთების მიღების ვადები:

შემოდგომის სემესტრზე – ბოლო ვადა 1 ივლისი (სწავლა იწყება 1 სექტემბერს).


დაინტერესებულ პირებს ჩვენ გაგიწევთ შესაბამის კონსულტაციებს, დაგეხმარებით დოკუმენტაციის მომზადებასა და აპლიცაკიის პროცესში.

 

სწავლის მსურველები დაგვიკავშირდით:
+995 555 1844 56