ღონისძიებების ორგანიზება
აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი შედარებით ახალი ორგანიზაციაა, თუმცა ჩვენ გაგვაჩნია აკადემიუღი ღონისძიებების ორგანიზების საკმაო გამოცდილება და შესაძლებლობები. წლების განმავლობაში ორგანიზაციამ აკადემიური ღონისძიებების მართვის ფართო გამოცდილება და ცოდნა დააგროვა, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს მაღალი სტანდარტის მომსახურება შევთავაზოთ. ჩვენ ვმუშაობთ  საქართველოში, მის ფარგლებს გარეთ და კლიენტებს ვთავაზობთ თავიანთი კვლევების პრეზენტაციის, კოლეგებთან გამოცდილების გაზიარებისა და აკადემიური ქსელის განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ ორგანიზაციებს ვთავაზობთ აკადემიური ღონისძიებების (კონფერენცია, საზაფხულო სკოლა, სემინარი და სხვა) ორგანიზების სრულ მომსახურებას. ჩვენი აკადემიური პაკეტი მოიცავს:


  • აკადემიური ღონისძიების ადგილის შერჩევა და დაჯავშნა;
  • საკონფერენციო სივრცის შერჩევა და დაჯავშნა;
  • მონაწილეთა სასტუმრო ნომრების შერჩევა და დაჯავშნა;
  • მონაწილეთა ტრანსპორტირების ორგანიზება;
  • აკადემიური ღონისძიების სტანდარტული ვებგვერდის შექმნა;
  • აკადემიური ღონისძიების რეკლამირება;
  • სოციალური ღონისძიების ორგანიზება მონაწილეებისათვის;
  • ღონისძიების მონაწილეთა კვების ორგანიზება;
  • ღონისძიების სარეგისტრაციო პაკეტის მომზადება;

თუ გსურთ დაგეგმოთ და ჩაატაროთ მაღალი დონის კადემიური ღონისძიება, გთხოვთ მოგვმართოთ აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@academicinst.com