გამომცემლობა
აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის გამომცემლობის მიზანია სასწავლო, სამეცნიერო, აკადემიური და სხვა საგამომცემლო პროექტების განხორციელება. კერძოდ ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

•    სახელმძღვანელოების შექმნა/თარგმნა/გამოცემა;
•    სასწავლო ლიტერატურის თარგმნა/გამოცემა;
•    სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნა/გამოცემა;
•    სტუდენტთა დისერტაციების გამოცემა;
•    სხვა საგანმანათლებლო ლიტერატურის გამოცემა.


  • ელექტრონული სახელმძღვანელოების შექმნა/თარგმნა/გამოცემა;
  • ელექტრონული სასწავლო ლიტერატურის გამოცემა;
  • ელექტრონული კონფერენციების მასალების გამოცემა;
  • სხვა ელექტრონული საგანმანათლებლო ლიტერატურის გამოცემა.

ჩვენი გამომცემლობის მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლებას, თანამედროვე სტანდარტების წიგნების, სახელმძღვანელოების, კრებულების გამოცემის გზით. ჩვენი გამომცემლობის პრიორიტეტული მიმართულებებია: სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები. წიგნებს გამოვცემთ როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით შესაბამისი ISBN გრიფის მითითებით.