ბიზანტიის მემკვიდრეობა, სტამბოლი

აკადემიური  ტური  - ბიზანტიის მემკვიდრეობა, ბოსფორის კრუიზი 

სრული პაკეტი -  €

ფასი მოცემულია 1 ადამიანზე ორადგილიან ნომერში.

ტურის ხანგრძლივობა არის 8საათი (08:00 - 17:00) და მოიცავს: ჰიპოდრომი, აია-სოფია, ცისფერი მეჩეთი, დიდი ბაზარი (Grand Bazaar), კონსტანტინეპოლის გალავანი, ოქროს ყურე, პიერ ლოტის ბორცვი,  ბოსფორის ტური გემზე, რუმელის ციხე, The Lander's Tower.           

დღის განრიგი:

დღე პირველი

  • გამგზავრება თბილისიდან სტამბოლში
  • ტრანსფერი და დაბინავება სასტუმროში 
  • თავისუფალი დრო, ქალაქის დათვალიერება

დღე მეორე

- გასვლა სასტუმროდან;

- ჰიპოდრომი: ყოფილი გართობის, სპორტული და პოლიტიკური საქმიანობის ცენტრი ქალაქში რომისა და ბიზანტიის იმპერიის პერიოდში. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ თეოდოსის ობელისკი, უძველესი ეგვიპტური ობელისკი, რომელიც ააშენა რომის იმპერატორმა თეოდოსემ მე -4 საუკუნეში, უძველესი ბრინჯაოს სვეტი (Serpentine Column), ერთ ერთი უძველესი ძეგლი სტამბულში, რომელიც მიეძღვნა ღმერთ აპოლონს და გადმოტანილია სტამბულში მისი წარმოშობის ადგილიდან ქალაქ დელფიდან, საბერძნეთი და ვილჰელმ II-ის შადრევანს, რომელიც აიგო გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ის ვიზიტის აღსანიშნავად სტამბულში 1898 წელს. თავდაპირველად ის აიგო გერმანიაში და შემდეგ 1900 წელს ნაწილ-ნაწილ გადმოტანილი და აწყობილი იქნა ახლანდელ ადგილას. 

- აია-სოფია: სახელი წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება წმინდა სამების მეორე იპოსტასს, განკაცებულ ღვთის სიტყვას (ბერძნ:Λόγος), უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს. მას უნივესალურად, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ. კონსტანტინოპოლის დაცემისას იგი ოსმანთა ხელში გადავიდა. ვიდრე კონსტანტინოპოლი დაეცემოდა იგი იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. დღეს ფუნქციონირებს, როგორც მუზეუმი.

- ცისფერი მეჩეთი:  სულთან აჰმედის მეჩეთი, რომელსაც ასევე ეწოდება Blue Mosque (ცისფერი მეჩეთი), არის მაჰმადიანთა ტაძარი სტამბულში. იგი აშენდა არქიტექტორ მეჰმედ აღა სედეფკარის მიერ სულთან აჰმედ I-ის ბრძანებით, 1609-1616 წლებს შორის. ფილების და ფაიფურის ფერების გამო, რომლებიც აშენების დროს იქნა გამოყენებული, ლურჯი, მწვანე და თეთრი - ევროპაში ის ასევე ცნობილია, როგორც ლურჯი მეჩეთი. სულთან აჰმედის მეჩეთი პირველი მეჩეთია ოსმალეთის იმპერიში, რომელსაც 6 მინარეთი აქვს.

- დიდი ბაზარი (Grand Bazaar): არის ერთ ერთი უდიდესი და უძველესი დახურული ბაზარი მსოფლიოში. იგი შედგება 12 ძირითადი შენობასაგან, 22 ჭიშკარით და გამოდის 85 ქუჩაზე, იზიდავს 250,000-დან 400,000მ-მდე სტუმარს ყოველდღიურად.

- კონსტანტინეპოლის გალავანი: კონსტანტინეპოლის დასაცავად აგებული გალავანი, რომელიც პირველად დაინგრა 1204 წელს, ხოლო მეორეჯერ სულთან ახმედის მერ 1453 წელს. 

- გამგზავრება ავტობუსით ოქროს ყურეში: ეს არის ბოსფორის ყურე “ოქროს რქა” (Golden Horn), როგორც ბუნებრივი და ძალიან უსაფრთხო ყურე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სტამბულის განვითარებაში. ეს არის დაახლოებით 8 კმ სიგრძის და ფართო შესასვლელი ბოსფორში. 

- პიერ ლოტის ბორცვი:  აქ სტამბოლის ყველაზე პოპულარული კაფეა (Pierre Loti Café/Piyer Loti Kahvesi). პიერ ლოტი ფრანგი ყურბან საიდია, ფრანგი ოფიცრისა და სტამბოლელი (ეროვნებით ჩერქეზი) გოგოს სიყვარულის ამბის ავტორი. ლოტი პერას სასტუმროში წერდა ლექსებს და იმ კაფეში ვახშმობდა, რომელსაც დღეს მისი სახელი ჰქია.

- ბოსფორის ტური გემზე: ტრადიციული ტური გემით ბოსფორის გასწვრივ, რომელიც ჰყოფს ევროპასა და აზიას. სანაპიროზე გაყოლებულია ძველი ხის ვილები, მარმარილოს სასახლეები, ციხეები და პატარა თევზჭერის სოფლები. ექსკურსიის დროს თქვენ გაივლით ბრწყინვალე დოლბამახჩეს სასახლეს და შემდეგ გასწვრივ პარკებსა და იელდიზის სასახლის იმპერიულ პავილიონებს. ამ პარკის სანაპიროს კდეზე არის სასახლე (Ciragan Palace), რომლის 300 მეტრიანი მარმარილოს ფასადი ბოსფორის ნაპირს გადაჰყურებს. აქვე ორტაკოიში სხვადასხვა მხატვრები იკრიბებიან ყოველ კვირა და წარმოადგენენ ტავიანთ ნამუშევრებს ქუჩაში. ორტაკოი მიიჩნევა ტოლერანტობის სიმბოლოდ სადაც განლაგებულია ეკლესი, მეჩეთი და სინაგოგაერთმანეთის გვერდით საუკუნეების განმავლობაში.

o რუმელის ციხე, რომელიც  აგებული იქნა ოტომანთა სულთანის მეჰმედ II-ის მერ  1451 -1452 წლებში, ვიდრე მისი არმია დაიპყრობდა კონსტანტინეპოლს. 

- The Lander's Tower (ხედი ზღვიდან, არ არის ვიზიტი შესაძლებელი) ეს არის პატარა და მიმზიდველი კოშკი აგებულია თვით ბოსფორის შესასვლელში. ეს არის სტამბოლის ერთ-ერთი სიმბოლო. წარსულში გამოყენებული როგორც საგუშაგო კოშკი და შუქურა და დღესაც შემონახულია ისე, როგორც თავის მე -19 საუკუნეში იყო. 

  • დაბრუნება სასტუმროში
  • ტრანსფერი აეროპორტში
  • გამომგზავრება თილისში



შენიშვნა:
აია-სოფია დახურულია ორშაბათს და იგი შეიცვლება გრანდ ბაზარით, რომელიც დაკეტილია კვირას.

ფასში შედის:

  • ავიაბილეთი (თბილსი - სტამბოლი-თბილისი)
  • სასტუმრო 2 ღამე
  • კვება სასტუმროს მიხედვით (საუზმე)
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • ხელბარგი - 7 კგ
  • სასტუმროში მოკითხვა-დაბრუნება;
  • ინგლისურენოვანი გიდის მომსახურება;
  • სადილი ბოსფორზე;

ფასში არ შედის:

  • სასმელები სადილის დროს;
შენიშვნა: ტურის ფასი მოცემულია დღევანდელი მდგომარეობით და ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია უმნიშვნელო ცვლილებები განიცადოს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: