ვროცლავის უნივერსიტეტი და ქალაქი


აკადემიური ტური - ვროცლავის უნივერსიტეტი და ქალაქი 
 
სრული პაკეტი - €

ფასი მოცემულია 1 ადამიანზე ორადგილიან ნომერში.

ვროცლავის ტური არის არა მხოლოდ შესაძლებლობა  შეისწავლოთ ქალაქის წარსული და უბრალოდ ნახოთ ძველი ქალაქის ღირსშესანიშნაობები. ტურის მეშვეობით კარგად შევიცნობთ  თუ როგორ შეიცვალა ქალაქი ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ისტორიული, არქიტექტურული და სოციალური პერსპექტივის  თვალსაზრისით. ტურის განმავლობაში თქვენ ნახავთ ქალაქის ურბანული განვითარების ტენდენციებს მეორე მსოფლიო ომის წინა და ომის შემდგომ პერიოდში. თქვენთვის უზრუნველყოფილი იქნება ყოვლისმომცველი აუდიო კომენტარში ინგლისურ, გერმანულ და პოლონურ ენებზე მთელი ტურის განმავლობაში. 

ტური იწყება ძველი ქალაქით და გრძელდება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილში, რომელიც მოიცავს ისტორიულ საჯარო ოფისებს პოდვალეს ქუჩაზე, ცის კოშკთან (პოლონეთი ყველაზე მაღალი შენობა), ძველ ებრაულ სასაფლაოს, რკინიგზის სადგურს, ოლევსკის გარეუბანს (რომელიც ცნობილია ბევრ ფილმებით რომელიც ეძღვნება ევროპის ისტორიას, მათ შორის სტივენ სპილბერგის ჯაშუშების ხიდი), ცნობილ ცენტრალურ მოედანს (ომამდელი საცხოვრებელი ფართი რომელიც გამოიყენებოდა აეროდრომისათვის ნაცისტების მიერ და შემდგომ განვითარებული საცხოვრებელი, აკადემიური და ბიზნეს მიზნებისთვის). კათედრალის მოედანს, რომლის გაბედული მოდერნისტული დიზაინი და არქიტექტურა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული. იგი აშენდა 1913 წელს, მაშინვე გახდა ვროცლავის ღირსშესანიშნაობა და იზიდავს ათასობით ვიზიტორს. ჩვენ ასევე გავისეორნებთ მიმდებარე ტერიტორიაზე და ვნახავთ იაპონურ ბაღს  და მუსიკალურ შადრევანს, 1920 წელს აგებულ ისტორიულ სპორტულ ოლიმპიური სტადიონის კომპლექსს და ტური დასრულდება ვროცლავის აღმოსავლეთით საცხოვრებელ და მხატვრულ გარეუბანში, რომელიც ცნობილია ქუჩის ხელოვნების ფრესკებით, პარკებითა და მდინარეების არხები.



ტურის ბოლო და ყველაზე საინტერესო ნაწილი, განსაკუთრებით სტუდენტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისათვის არის ვროცლავის უნივერსიტეტი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უძველესი კვლევითი უნივერსიტეტს ევროპაში. უნივერსიტეტი დაფუძნებული 1702 წელს სადაც ამჟამად 40 000 სტუდენტი სწავლობს. ისტორიის განმავლობაში იგი ჩამოყალიბდა, როგორც უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრი გერმანულენოვანი ქვეყნებისათვის მე-2 მსიფლიო ომის შემდეგ ტერიტორიული ცვლილებების განხორციელებამდე. ამჟამად უნივერსიტეტი არის ქვემო სელეზიაში უდიდესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 1945 წლის შემდეგ 100 000 კურსდამთავრებულით, 1 900 მკვლევარის ჩათვლით, რომელთა დიდ ნაწილს მიღებული აქვს უმაღლესი ჯილდოები სამეცნიერო მიღწევებისათვის. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან უნივერსიტეტს ჰყავს 10 ნობელის პრემიის ლაურიატი მეცნიერების სხვადასხვა დარგში.

დღის განრიგი:

დღე პირველი 

  • გამგზავრება ქუთაისიდან ვარშავაში
  • ჩაფრენა ვარშავაში
  • გამგზავრება ვროცლავში
  • ჩასვლა ვროცლავში
  • სასტუმროში განთავსება
  • ქალაქის დათვალიერება
  • გამგზავრება ვროცლავში
  • დაბინავება სასტუმროში ვროცლავში

დღე მეორე  

  • ვროცლავის დათვალიერება
  • ტური ვროცლავის უნივერსიტეტში
  • დაბრუნება სასტურმროში
  • თავისუფალი დრო

დღე მესამე 

  • გამგზავრება ვარშავაში
  • თავისუფალი დრო
  • გამგზავრება ქუთაისში

ფასში შედის:

  • ავიაბილეთი (ქუთაისი - ვარსავა-ვროცლავი/ვროცლავი-ვარშავა-ქუთაისი)
  • სასტუმრო 2 ღამე
  • კვება სასტუმროს მიხედვით (საუზმე)
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • სავიზო მხარდაჭერა
  • ხელბარგი - 7 კგ
  • ინგლისურენოვანი გიდის მომსახურება მუზეუმში; 

ფასში არ შედის:

  • სავიზო მოსაკრებელი - 35 € (იხდება საკონსულოში)
  • ტრანსფერი (2 გზა) - 35 € (შეკვეთა სურვილის მიხედვით)
  • დამატებითი ბარგი (1 გზა) - 30 €
შენიშვნა: ტურის ფასი მოცემულია დღევანდელი მდგომარეობით და ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია უმნიშვნელო ცვლილებები განიცადოს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: