ევროპული კულტურა და იდენტობა

უტრეხტის უნივერსიტეტი, ნიდერლანდების სამეფო 




4.0 ECTS კრედიტი + სერტიფიკატი   


კურსის საფასური: € 


დედლაინი 


 


გაინტერესებთ რა განაპირობებს ევროპელების „ევროპელობას“? თქვენ საშუალება გექნებათ მიიღოთ პასუხები ამ კითხვაზე საზაფხულო სკოლის განმავლობაში, რომელსაც გაატარებთ შუა საუკუნეების ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში - უტრეხტში. თქვენ გაეცნობით და შეისწავლით არა მხოლოდ ევროპულ კულტურულ პლურალიზმს, არამედ ასევე მათ განსხვავებულ იდენტობას, იმის მიუხედავად, რომ ევროპული ქვეყნების უმრავლესობა წარმატებით თანამშრომლობს პოლიტიკისა და ეკონომიკის დონეზე. ყოველი ევროპული ქვეყანა და ხალხი გამორჩეულია თავიანთი განსაკუთრებულ კულტურით, ენით, პოლიტიკურ შეხედულებებით, რელიგიითა და ტრადიციებით.  ამდენად ეს საზაფხულო სკოლა გთავაზობთ შეისწავლოთ და მიიღოთ საჭირო ცოდნა უდიდესი მრავალფეროვნებით გამორჩეული კონტინენტის - ევროპის შესახებ.

 

საკითხები, რომლებსაც თქვენ  უტრეხტში ვიზიტის განმავლობაში შეისწავლით, დაგეხმარებათ გაერკვეთ ევროპის რთული სტრუქტურაში და  გაიაზროთ როგორც ევროპაში ინტეგრაციის მოტივები, ისე ევროპის ერთიანობის გზაზე არსებული წინააღმდეგობები. თქვენ აქტიურად ჩართულნი ისეთი საკითხების განხილვაში, როგორიცაა: ეროვნული იდენტობის კოსტრუქცია, ეროვნული იდენტობა ევროპული იდენტობის წინააღმდეგ, ევროპის კულტურული მემკვიდრეობა, გლობალიზაციის პროცესი და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა. ლექციების ძირითადი თემები იქნება: ისტორია, სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურები, კულტურა და თანამედროვე ევროპულ საზოგადოებაში არსებული  ფართო პოლიტიკური და სოციალური დებატები. აღნიშნული საკითხების შესწავლის პარალელურად სტუდენტებისათვის ორგანიზებული იქნება ვიზიტი  ხელოვნების სამეფო მუზეუმში და ევროპის პარლამენტში ბრიუსელში. 

 

საზაფხულო სკოლის განმავლობაში თქვენ გელოდებათ ლექციებისა და სემინარების ინტენსიური ორკვირიანი პროგრამა და სხვა სტუდენტებთან ერთად შესაძლებლობა გეძლევათ იმუშავოთ ჯგუფურ პრეზენტაციებზე, მიიღოთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.


 

სამიზნე ჯგუფი

 

პროგრამა სპეციალურად არის შექმნილი სტუდენტებისათვის ევროპის არაწევრი ქვეყნებიდან. კურსი მთლიანად ფოკუსირებულია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებზე და უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ მოემზადოთ და მიიღოთ ფართო ცოდნა ევროპული კულტურისა და ღირებულებების სფეროში.

 

ვითვალისწინებთ, რომ საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკურ სივრცეში საბოლოო ინტეგრაცისაკენ არის ურყევი, გაგვაჩნია ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან და უახლოეს მომავალში ველოდებით უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, მაგრამ ამავე დროს ქვეყანაში არსებობს ფართო დებატები უმნიშვნელოვანეს ღირებულებით საკითხებზე. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი საზაფხულო სკოლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი სტუდენტებისათვი. საზაფხულო სკოლა დაგვეხმარება გაფანტოთ ის მითები, რომლებიც ჯერ კიდევ  არსებობს ჩვენში ევროპისა და ევროკავშირის შესახებ.

 


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:


+995 555 18 44 56
www.academicinst.com
sumschools@academicinst.com


დარეგისტრირდი საზაფხულო სკოლისათვის