ჯანდაცვა და ინჟინერია

უტრეხტის უნივერსიტეტი, ნიდერლანდების სამეფო 


 

04 ივლისი 2016 - 15 ივლისი 2016 (2 კვირა) 


3.0  ECTS კრედიტი + სერტიფიკატი   


კურსის საფასური: € 1 260

 

დედლაინი: 01 მაისი 2016


კურსი ჯანდაცვა და ინჟინერია დაფუძნებულია ისეთ სპეციფიკურ თემებზე, როგორიცაა შესაბამისი გარემოსა და მომსახურების ტექნოლოგიების განვითარება. უფრო მეტიც, ამ კურსის განმავლობაში ყურადღება დაეთმობა ტექნოლოგიების სფეროში უკანასკნელ მიღწევებს საოჯახო და სამედიცინო უზრუნველყოფის სფეროში. კურსის განმავლობაში შემდეგი თემები იქნება შესწავლილი: ჯანდაცვა და გარემო; კეთილდღეობა სოციალურ გარემოში; კომფორტი და მომსახურება; სმენა და ჯანდაცვა; შშმ პირთა უზრუნველყოფა; ტექნოლოგიები და მოხუცებულთა მომსახურება; ელექტრონული ჯანდაცვა და მონიტორინგი;  ტექნოლოგიები ოჯახში.

 

თანამედროვე მსოფლიოში ინჟინერია ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სფეროა ჯანდაცვის უზრუნველყოფის სფეროში. აღნიშნული კურსის პროგრამა ხაზს უსვამს ინჟინერიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჯანდაცვისათვის და იგი ფოკუსირებულია როგორც მომსახურების ტექნოლოგიებზე, ისე ადამიანურ ფაქტორებზე. კურსის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ლექციები სამედიცინო დაწესებულებებში სამკურნალო გარემოს კეთილმოწყობაზე, შესაძლებლობებზე რომელიც საშუალებას იძლევა შემცირდეს ბიოლოგიური აგენტების რისკები ინჟინერიის მეშვეობით, რამაც გავლენა უნდა მოახდინოს პაციენტების ჯანმრთელობისათვის აუცილებელ მშვიდ და თბილ გარემოზე (ტემპერატურა), მოვლის პირობებსა და პროფესიონალების საქმიანობის უზრუნველყოფაზე. უფრო მეტიც, ჩვენ განვიხილავთ საინჟინრო შესაძლებლობებს ყველა სახის პაციენტებთან, მათ შორის შშმ პირებთან მიმართებით. საზაფხულო სკოლა მოიცავს ვორქშოპებს, ლექციებს, ექსკურსიებს და  საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ჯანდაცვისა და ინჟინერიის სფეროში, საზაფხულო სკოლას საერთაშორისო ხასიათს შესძენენ.

 

სამიზნე ჯგუფი

 

სტუდენტები (ბაკალავრიატის საფეხური) და პროფესიონალები რომლებიც დაინტერესებულნი არიან ან აქვთ გამოცდილება ინჟინერიასა და ჯანდაცვაში.

 

სწავლების სტრუქტურა 

ყოველდღიური პროგრამა 09:00 - 16:00


დღის განრიგი:


03 ივლისი, 2016

გამგზავრება ქუთაისიდან/თბილისიდან ამსტერდამში
ჩაფრენა ამსტერდამში 
ტრანსფერი უტრეხტში
დაბინავება სასტუმროში

თავისუფალი დრო

 

04-15 ივლისი, 2016

ყოველდღიური პროგრამა 09:00 - 16:00


15 ივლისი 2016

ტრანსფერი ამსტერდამში
გამგზავრება თბილისში/ქუთაისში


ფასში შედის:

ავიაბილეთი (თბილისი/ქუთაისი - ამსტერდამი-თბილისი/ქუთაისი)

o ტრანსფერი აეროპორტიდან (ორი გზა)

ცხოვრება სტუდ. საცხოვრებელში  2 კვირის განმავლობაში 

o სამზარეულო სტუდ. საცხოვრებელში

o საზაფხულო სკოლის აპლიკაციის შევსება/რეგისტრაცია

o სამოგზაურო დაზღვევა

o სავიზო მხარდაჭერა

o ბარგი  


ფასში არ შედის:

სავიზო მოსაკრებელი - 35 € (იხდით საკონსულოში)

o  კვება (კვებისათვის საკმარისია დახლ.  15-20 დღეში) 

 

შენიშვნა: საზაფხულო სკოლის საფასური მოცემულია დღევანდელი მდგომარეობით და ზოგიერთ შემთხვევაში (საერთაშორისო მგზავრობის ფასებიდან გამომდინარე), შესაძლებელია უმნიშვნელო ცვლილებები განიცადოს.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

 

+995 555 18 44 56
www.academicinst.com

sumschools@academicinst.com


დარეგისტრირდი საზაფხულო სკოლისათვის