ჩვენი მისია
შპს აკადემიური განვითარების აერთაშორისო ინსტიტუტის მისიაა საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების შექმნა, სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის, განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. ამ მიზნით, სტუდენტებს, პროფესორებს და სხვა პროფესიონალებს ვთავაზობთ ინსტიტუტის მიერ საქართველოში და საზღვარგარეთ ორგანიზებულ ფორუმებში (კონფერენცია, საზაფხულო სკოლა, ზამთრის სკოლა, ტრენინგი) მონაწილეობის, პროფესიული უნარ–ჩვევების განვითარებისა და კვლევის შედეგების გამოქვეყნების ფართო შესაძლებლობებს.

ჩვენი ღირებულებებია:

პატიოსნება – ვმოქმედებთ თავისუფლად, გულწრფელად და ეთიკურად

გუნდურობა – ვეყრდნობით და ვაღიარებთ სხვების კონტრიბუციას

უპირატესობა – ჩვენ ვფლობთ უპირატესობის უმაღლეს დონეს

კრეატიულობა – ახალი იდეები საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უფრო ეფექტური სასწავლო პროგრამები

პასუხისმგებლობა – ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენს მოქმედებებზე

ხარისხი – გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას

სწავლება – ჩვენ ვახალისებთ უწყვეტ განათლებას

პატივისცემა – პატივს ვცემთ ადამიანებისა და იდეების მრავალფეროვნებას