ევროპის ჩამოყალიბება, ბერლინი

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, გერმანია

01 აგვისტო 2016 - 12 აგვისტო 2016 (2 კვირა)

4.0 ECTS კრედიტი + მონაწილეობის სერტიფიკატი

კურსის საფასური: € 1 665

დედლაინი: 14 ივნისი 2016

სად არის უკეთესი ისწავლო მე-20 საუკუნეში ევროპის განვითარების შესახებ, თუ არა ისეთ მიმზიდველ ქალაქში, როგორიცაა ბერლინი.  საზაფხულოსკოლის განმავლობაში თქვენ არა მხოლოდ ნახავთ მე-2 მსოფლიო ომის ისტორიას და მასთან დაკავშირებულ ეპოქას, არამედ ასევე ბევრს გაიგებთ ცივი ომის, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ევროპის ურთიერთობის შესახებ. საზაფხულო სკოლის განმავლობაში ორგანიზებული  იქნება სხვადასხვა ტურები და საშუალება გექნებათ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები მოინახულოთ ბერლინში.    

ბევრი უაღრესად გავლენიანი მოვლენა მოხდა მე -20 საუკუნის ევროპაში. საზაფხულო სკოლის ფარგლებში თქვენ განახორციელებთ არა ერთი პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მოვლენის კვლევასა და ანალიზს, რასაც ადგილი ჰქონდა მე -20 საუკუნის ევროპაში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა გერმანიის როლს კონტინენტზე, ევროკავშირის წარმოშობის ისტორიულ საფუძვლებს და მის დღევანდელი პრობლემებს. ქალაქი ბერლინი, მთელი თავისი საინტერესო მემკვიდრეობით, განხილული იქნება, როგორც კრიზისის ქალაქი უკეთესი მომავალის დიდი დაპირებებით. ჩვენ სწავლას დავიწყებთ მე -19 საუკუნეში მოგზაურობით და ამავე დროს გავაანალიზებთ მე-20 საუკუნის იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის დესტრუქციულ ძალებს. ტოტალიტარიზმი, გამოხატული სტალინისა და ჰიტლერის  ტერორის რეჟიმებში და აგრეთვე 1945 წელს შემდეგ მიღებული გაკვეთილები, განსაკუთრებული ინტერესის საგანი იქნება ჩვენი კურსისათვის. კურსის მეორე ნაწილში შევეცდებით მოვახდინოთ იმ დემოკრატიული ღირებულებების იდენტიფიცირება, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს ევროპის ხელახლა დაბადება და განვიხილავთ იმ გამოწვევებს, რაც დღეს ევროპის წინაშე დგას. კურსის დასასრულს გამოვკვეთავთ ევროპის ადგილს და როლს 21-ე საუკუნის გლობალურ, მრავალპოლარული მსოფლიოში. თანამედროვე ევროპაში ისტორიაში ასეთი გადამწყვეტი ქალაქის სტატუსით ბერლინი არის არა მხოლოდ ყველაზე საუკეთესო ადგილი ჩვენი კურსისათვის,  არამედ იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ცოცხალი ქალაქი თანამედროვე ევროპაში. ამიტომაც არ გაუშვათ შანსი, დროულად დარეგისტრირდით და მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს საზაფხულო სკოლაში.

 

სამიზნე ჯგუფი

 

კურსი გათვალისწინებულია სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კულტურის, საზოგადოებისა და პოლიტიკის აქტუალური საკითხებით.

 

კურსის სტრუქტურა

12-16 საათი ლექცია კვირაში; დაახლ.

10 სთ საგანმანათლებლო ვიზიტები;

შესაბამისი თვითმომზადება


დღის განრიგი:


01 აგვისტო, 2016

გამგზავრება ქუთაისიდან/თბილისიდან ამსტერდამში
ჩაფრენა ამსტერდამში 
ტრანსფერი უტრეხტში
დაბინავება სასტუმროში

თავისუფალი დრო

 

01-12 აგვისტო, 2016

2-16 საათი ლექცია კვირაში; დაახლ.

10 სთ საგანმანათლებლო ვიზიტები;

შესაბამისი თვითმომზადება


15 ივლისი 2016

ტრანსფერი ამსტერდამში
გამგზავრება თბილისში/ქუთაისში


ფასში შედის:

ავიაბილეთი (თბილისი/ქუთაისი - ამსტერდამი-თბილისი/ქუთაისი)

o ტრანსფერი აეროპორტიდან (ორი გზა)

ცხოვრება სტუდ. საცხოვრებელში  2 კვირის განმავლობაში 

o სამზარეულო სტუდ. საცხოვრებელში

o საზაფხულო სკოლის აპლიკაციის შევსება/რეგისტრაცია

o სამოგზაურო დაზღვევა

o სავიზო მხარდაჭერა

o ბარგი  


ფასში არ შედის:

სავიზო მოსაკრებელი - 35 € (იხდით საკონსულოში)

o  კვება (კვებისათვის საკმარისია დახლ.  15-20 დღეში) 

 

შენიშვნა: საზაფხულო სკოლის საფასური მოცემულია დღევანდელი მდგომარეობით და ზოგიერთ შემთხვევაში (საერთაშორისო მგზავრობის ფასებიდან გამომდინარე), შესაძლებელია უმნიშვნელო ცვლილებები განიცადოს.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 

 

+995 555 18 44 56
www.academicinst.com

sumschools@academicinst.com


დარეგისტრირდი საზაფხულო სკოლისათვის