დამფუძნებელი




მალხაზ ნაკაშიძე არის სამართლის დოქტორი (თსუ 2010) კონსტიტუციური სამართლისა და მმართველობის სფეროში. ის არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსი იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი სწავლებისა და კვლევის ინტერესთა სფეროებია შედარებითი კონსტიტუციური სამართალი, საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, შედარებითი პოლიტიკა და მმათველობა. მალხაზ ნაკაშიძე ასწავლის სასწავლო კურსებს კონსტიტუციური სამართლის დარგში როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე.

 

მალხაზ ნაკაშიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო თავისი აკადემიური კარიერა 2000 წელს, როგორც სამართლის სფეროში მიწვეულმა ლექტორმა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანობის დაწყებამდე, მან დაასრულა ამავე უნივერსიტეტსი იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს და მოიპოვა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 2010 წელს, სადაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ხელისუფლების განშტოებებთან პრეზიდენტის ურთიერთობათა თავისებურებები მმართველობის ნახევრადსაპრეზიდენტო სისტემებში". დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების შემდეგ, 2012 წელს ის, როგორც ფონდ ღია საზოგადოების სტიპენდიანტი, კვლევის განსახორციელებლად მივლინებული იყო დუბლინის (ირლანდია) უნივერსიტეტის სამართლისა და მმართველობის სკოლაში. მან 2013 წელს დაასრულა თავისი პოსტ–სადოქტორო კვლევა თემაზე: „პარლამენტი და დემოკრატიზაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“, ხოლო ამჟამად მუშაობს პროექტზე: „ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობა საქართველოში“.

 

მალხაზ ნაკაშიძეს გააჩნია საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება და სხვადასხვა დროს ეკავა თანამდებობები საქართველოს საჯარო სამსახურში. კერძოდ, იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი (2004–2005), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტის უფროსი (2005–2007), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე (2009–2010), კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე (2010–2012). მალხაზ ნაკაშიძე იყო კერძო იურიდიული კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი პარტნიორი (2003–2004) და ფონდ „სამართლიანი არჩევნები“–ს რეგიონალური კოორდინატორი (2004).  2007 წლის თებერვალში მალხაზ ნაკაშიძე არჩეულ იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად (კანცლერად) და ეს თანამდებობა ეკავა 2009 წლის თებერვლამდე.

 

გამოქვეყნებული აქვს ერთი სახელმძღვანელო, ერთი მონოგრაფია და სამეცნიერო სტატიები საქართველოში და საზღვარგარეთ კონსტიტუციური სამართლისა და მმართველობის აქტუალურ საკითხებზე.

 

ამჟამად მალხაზ ნაკაშიძე არის შპს აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის დამფუძნებელი, მმართველი დირექტორი.


2014 წლის 13 ნოემბერს მალხაზ ნაკაშიძე არჩეულ იქნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად 4 წლის უფლებამოსილების ვადით.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ჩამოტვირთოთ პირადი რეზიუმე